ღვთაებრივი სიყვარულის ქალაქი

წიგნში შეტანილია ცისანა ასათიანის ხელოვნების მცირეოდენი ნიმუშები.

და მისი ერთი ზღაპარი ,,ღვთაებრივი სიყვარულის ქალაქი” . როგორც ყველა ზღაპარი, ესეც სიკეთესა და სიყვარულს გვასწავლის. მიუხედავად დიდი სირთულეებისა და პერსონაჟთა ფათერაკებით სავსე ცხოვრებისა, ბოლოს მაინც სიკეთის ზეიმია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განსაცდელში ჩავარდნილი პერსონაჟები ლოცვას არ ივწყებენ და ღვთის იმედსაც არასოდეს კარგავენ.

ქალბატონი ცისანა ასათიანი დღეს ივერიის ღვთისმშობლის მონასტრის წინამძღვარია (დედა საბიანა). ის საქართველოს და ბავშვების მომავალს უფალს ავედრებს. მას სწამს რომ თუ ღვთის მოშიშებასა და სიყვარულს ბავშვები სკოლის ასაკიდან დაეუფლებიან, ჩვენს ქვეყანას ვერავინ და ვერაფერი მოერევა.

წიგნი გამოცემულია ა(ა)იპ ,,შემოქმედ პედაგოგთა კლუბის დამფუძნებლის, თამუნა ხიზანიშვილის რედაქტორობით.

მსგავსი გამოცემები