ლიდერთა სკოლა

გაიცანით ინტელექტუალი და გამორჩეული მოსწავლეები N12 საჯარო სკოლიდან, რომლებმაც პედაგოგ, თამუნა ხიზანიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქი ქონსალთინგის ლიდერთა სკოლის ინტელექტუალურ პროექტში. პროექტში მონაწილეობა სახალისოც იყო და საინტერესოც. ,,კლასობანას” მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა ყველა დავალებას მშვენივრად გაართვეს თავი. ქი ქონსალთინგის დამფუძნებელმა, ქალბატონმა ლიკა ოხანაშვილმა მოსწავლეები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.