2020 წლის 21 მარტს საქართველოში კორონავირუსის პანდემიით პირველი ინფიცირებული პაციენტი გამოვლინდა. საქართველოს მთავრობამ მალევე მოახდინა რეაგირება და მარტის ბოლოს საქართველოში კარანტინი გამოცხადდა. დაიკეტა სკოლები და სწავლება გადავიდა ონლაინრეჟიმში. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა კი სოფლებში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ისეთი პროექტი, რომელიც სახალისო და ამავდროულად სასწავლო ხასიათის იქნებოდა. პროექტის იდეა ელვასავით მოედო მთელ საქართველოს და აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი გუნდის წევრი მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. სამომავლოდ გვაქვს სურვილი, რომ ეს პროექტი სატელევიზიო გადაცემებად ვაქციოთ.


