2025 წლის 19 ივნისს შემოქმედებითმა სტუდიამ ჩაატარა ღონისძიება ,,ჩემი საქართველო აქ არის” ღონისძიების ავტორი და სულისჩამდგმელი იყო ჩვენი ახალგაზრდა, ენერგიული მასწავლებელი, თეკლა მარკოზაშვილი.
ორი ტურისტი ჩამოდის საქართველოში და ისინი სხვადასხვა კუთხეს შემოივლიან. ქართველებს გული სწყდებათ, რომ ჯერჯერობით აფხაზეთს ვერ ანახებენ და მისი სილამაზით ვერ დაატკბობენ, თუმცა პირდებიან რომ მალე დადგება ის დრო, როცა აფხაზეთს ისევ დაიბრუნებენ.